პ ე ი ზ ა ჟ ი
კოლაუ ნადირაძეს ქვაზე ჩამოსხდნენ. ვაჟის ყელსახვევი გაცრეცილია. - მზე ჩადის. - ხვალ ქარი იქნება: ცა წითელია. - გახუნებული აბრეშუმის ფერია. მზე დაღლილი თვალებით ისვენებს ქალაქის ღარიბ სახურავებზე. - ჩვენს ბაღში ვარდები აღარაა. - ზაფხული გათავდა. - დაიწყება წვიმები და ტალახი. - დაზამთრდება, კერიასთან ზღაპრებს მოყვებიან. - ბავშვებს დაესიზმრებათ მეფეები. - და დედოფლები. მწუხრისას რეკენ. ქალმა დაამთქნარა. - ღამდება. - რა ნელა ღამდება. არღნის უიმედო ხმა მოიტანა ქარმა. - სცივათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი