NATURE MORTE
მიტოვებული ეკლესია, ცაცხვები დაბერებული... ქარში და წვიმაში აიშლებიან ლანდები. ისმის გარდაცვლილი მღვდლების აკანკალებული ხმები, ზარის ძახილი. ბებერი ხე გრძნობს ნოტიოს და ფესვებით დაუწყებს ძებნას ზედაშის წვენს. მოვა ზამთარი მოკლე დღეებით. თოვლით დაიფარება ჭალები მზე არ გაჩერდება დანგრეული კედლების გასათბობად. დაყუჩებული ბებერი ცაცხვი დამსკდარ კანს გაუფიცხებს მნათობს და მოწყენით გადააჩერდება დაბლა, თოვლში გაკვალულ გზებს და ბოლიან ბუხრებს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი