კ ე ნ ტ ი
შალვა აფხაიძეს ქალაქის ბაღის ყრუ კუთხეში დაჯდება მარტო. უსმენს მუსიკას, კრიალოსანზე ითვლის წარსულ წელიწადებს - ქარვასავით დაბინდულს. იგონებს მეგობრებს. ხშირად ჩამოეძინება ცარიელ სკამზე და სიზმარივით ესმის სიცილი, კაბების შრიალი. დაბინდდება, გაჩუმდება მუსიკა. ხალხი წავა. უგულო გაჰყვება განათებულ ქუჩებს. არ უნდა ადრე დაბრუნება ცივ ოთახში: არავინ დახვდება, არავინ მოეფერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი