ბედი ყველა გამიწებული მიწიერისა
გლოვის ცრემლი მხოლოდ იმ ოთახში ეცემა, სადაც მიცვალებული წევს, ხოლო გარეთ სახლისა გლოვა — ყოვლად მიუწვდომელია. ზოგი იცინის, ზოგი ფიქრობს, ზოგიც გაუზრდელად დაღეჭავს კევს. მხოლოდ მოგონებაში რჩება გარდაცვლილი ადამიანის ნაშთი — იყო ის ბრძენი, სულელი, მოხუცებული თუ ბავშვი. მხოლოდ ოჯახის წევრს გადმოუვარდება ნამდვილი ცრემლი — და ისიც მხოლოდ წამებით. არ აქვს მნიშვნელობა, მოკვდა ის ლაჩრად, თუ ქვეყნის დაცვის დროს წამებით. თუმცა ეს არ კმარა მიცვალებულის შეურაცხყოფისთვის — წინ ქელეხია: ჭამა-სმა კარგი განწყობისთვის. ამ ქელეხზეც 10 წუთით მოიგონებენ მიცვალებულს, დალევენ სამ ჭიქას და მერე დაიწყება ახალი ამბები. იქვე მწვადთ ხელში მხიარულად ჩაირბენენ ბავშვები. შემდეგ — წინ ორმოცია, რელიგიური ვალდებულებების მოხდა. არც ამ დროს აქვს მნიშვნელობა, თავი მოიკლა, თუ თავისი სიკვდილით მოკვდა. გაივლის წელი და მიაკითხავენ გარდაცვლილს სასაფლაოზე — ასე მგონია, თითქოს მიდიან მოზრდილ გვამთა სასკლაოზე, სადაც ადამიანები მხოლოდ კვერცხის გადაგორებით მიაგებენ პატივს წარსულს. აბა, მეტი რა უნდა ქნან? რაც იყო, იყო — ხომ არ შეაკვდებიან წლებს გასულს. გავა 15 წელი და შვილიშვილი ერთხელ გაწმინდავს საფლავს — მასაც მობეზდება და აღარ ინდომებს ოდესმე იგივე გზის გავლას. საბოლოოდ, ყველას დაავიწყდება და მხოლოდ საგვარეულო ფოტო ბლოკნოტში იცხოვრებს მკვდარი ნათესავებთან ერთად, თბილ, ძველებურ სახლში, ძველ მდივანზე დამსხდარი. და არ გაგიკვირდეთ, თუ 100 წლის შემდეგს მკვდარს თავზე სასტუმროს დააშენებენ — და ვიღაც მდიდრები ბიზნეს ინდუსტრიას ძველ გვმთა სასაკლაოზე გააშენებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი