მესროლეთ ტყვია!!!
მესროლეთ ტყვია, მესროლეთ თავში, რომ აღარ ვიგრძნო თავი სარდაფში. რომ არ მქენჯნიდეს სინდისი მუდამ, რომ არ შესრულდეს, რაც ბოროტს უნდა. მესროლეთ ტყვია, მესროლეთ გულში, რომ არ ჩავიჭრა მე სიყვარულში, რომ არ ვაწყინო, ვინც შემიყვარა, ან თბილი სიტყვით ვინც გამახარა. მესროლეთ ტყვია, მესროლეთ ხელში, რომ არ ვიცრუო ოდესმე ლექსში, არ შევარცხვინო მე ჩემი ენა — მიდით, გახვრიტეთ ჩემი მარჯვენა. მესროლეთ ტყვია, მესროლეთ ყურში, რომ არ მომესმას ენა ქართულში, ერთმორწმუნესთან კიდევაც ძმობა, ან აფხაზეთის ნებით დათმობა. მესროლეთ ტყვია, მესროლეთ ფეხში, რომ არ გადავდგა ნაბიჯი ღრეში, სადაც ნამუსი გამიქარწყლდება და გზად იუდა გადამაწყდება. მე ამ სტროფებით სათქმელი ვთქვი აქ: მესროლეთ ტყვია… მესროლეთ ტყვია!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი