მარტოობის შფოთვა
მესმოდა ლეწვა იქ რიყის ქვების, ვიდექი მაშინ მდინარის პირას. დამვიწყებოდა აზრები სხვების, და ირგვლივ ტყესაც მკდარივით ძინავს. ვფიქრობდი ერთზე, არა — მრავალზე, ვფიქრბდი ღმერთზე, შთამომავალზე. დრო გადიოდა უჩუმრად, ჩქარა, მაგრამ ფიქრი ხომ არასდროს კმარა. ვფიქრობდი შენზე, ვფიქრობდი სხვაზე, ვფიქრობდი გემზე და თუნდაც ზღვაზე. ფიქრი მიბყრობდა, მაბავდა თოკით, ძილი მინდოდა — მეღვიძა შფოთით. აზრები გარბის — მე ვერ ვეწევი, გული მაქ ხარბის — ეშმაკს ვეწვევი. ასე ვფიქროვდი დაუღალავად, ყველას ვიხმობდი — მტერსაც თამამად. იყო სიმშვიდე, იყო ქაოსი, იყო ფიქრებიც — სასაფლაოსი. ასე ვმსჯელობდი მარად და მარად, ბოლოს პირჯვარი იმ ხმისას ზარად. მესმოდა ლეწვა იქ რიყის ქვების, ვიდექი მაშინ მდინარის პირას. დამვიწყებოდა აზრები სხვების, და ირგვლივ ტყესაც მკდარივით ძინავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი