სადღეგრძელო
მინდა ავწიო ჭიქა პირსავსე და წამოვუდგე ამ სადღეგძელოს. მინდა სასმისის სიტკბოში ჩავწვე და ვადღეგძელო — ეს საქართველო. და გაუმარჯოს სწორედ იმ ველებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის. მე ვადღეგრძელებ ვაჟკაცთა ხელებს, ვისაც სჯეროდათ ამ მომავალის. იბრძოდნენ ჩვენთვის და იმისთვის, რომ დღეს მე სახალხოდ ქართველი მერქვას. მათ წამდათ ღმერთის და ომის წინაც ხატს სთხოვდნენ შველას ხმამაღლა, ერთხმად. აი ამ რწმენით, ყიჟინით ბრძოლის, დაიცვეს მტრისგან მათ მთა და მდელო. კვლავ დასაცავად შემოგვიტოვეს ჩვენი სამშობლო — ეს საქართველო. დავლოცავ ჭიქით იმ ქართულ მანდილს, რომელსაც ქვია ვაჟკაცის დედა, ვინც თავის შვილებს, სულ სიმწრით გაზრდილს, მტრის ნასროლ ტყვიას არ არიდებდა. ჯერ არ დავჯდები, ვაგძელებ სიტყვას, მოვეფერები იმ ქართულ ამბოხს, როდესაც გული შიგნიდან გირტყამს, ვერ ეგუები არსწორ აწმყოს. მოვეფერები ენას — ქართულსა, ენას, რომელსაც ძეგლი დაუდგეს. ვერ მოესწრება ვერავინ ოდეს, ქართული სიტყვა მოკვდეს, დადუმდეს. და გაუმარჯოს სულ ყველა კუთხეს — ნიკოოფსიიდან დარუბანდამდე. მე ვიმედოვნებ, ღმერთი ბილიკებს აფხაზთ ჩვენამდე გაუკვალავდეს. მინდა დავლიოთ ჭიქა პირსავსე და წამოვუდგეთ ამ სადღეგრძელოს. მინდა სასმისის სიტკბოში ჩავწვეთ და ვადღეგრძელოთ — ეს საქართველო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი