ტრაგედიიდან ტრაგედიამდე


არ მახოსვს ბოლოს რა მოხდა —
კარგი საყოველთაოდ რამ გაგვახარა?
აღარ მოელის სიკეთეს ხალხი,
თითქოს მთამაც კი თავი დახარა.

დრო აღარ იცდის —
დრო ისვე გარბის…
მე კი არ მინდა იმისა მწამდეს,
რომ ქართველთათვის დრო აითვლება
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე.

ჩვენ გვებრძვის თითქოს ყველა სტიქია,
და აღქრ უჩანს — ამასაც ზღვარი…
პრობლემა ზოგჯერ — ბევრი ფიქრია,
შემდეგ გვატირებს — ღვარცოფი, ზვავი.

თითქოსდა წლები ერთმანეთს ბაძავს,
შიშმა შეიპყრო ქართველი ხალხი…
ერთ წელს ბავშვები ემსხვერპლა ხანძარს,
შემდეგ წელს წყალმა წაიღო სახლი…

ნუთუ — ცოდვებმა გვიწია ასე,
და ახლა ვიმკით ცოდვებსა ყოვლის?
ხალხს აღარ აქვს იმედი რამის,
თუ ეშენია — წვიმის და თოვლის…

იქნებ გვჭირდება რეაგირება —
რეაგირება რაიმე ფორმის…
იქნებ ამიტომ ვერ ავირიდეთ
ბნელი, ტკივილიანი დღეები შოვის…

არ დაგვრჩენია ქართველთ მეტი გზა,
ერთურთის გვერდზე ყოფნის და შრომის.
ღმერთო უფალო, შენ დაგვიფარე —
შენთან მოვდივარ მხოლოდ ამ თხოვნით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი