სიტყვა და საქმე


ბევრ რამეს ავღწერ სიტყვებით კარგად,
თუმცა ზიზღს ვატან დრო გამოშვებით,
ალბათ მაშინ, როდესაც დავთრები ბართან,
ოფლით ნაგროვებ რაღაც გროშებით.

მაშინ უფრო მეტ სიყვარულს დავრგავ
უაზრო სტროფთა ამოროშვებით.
მიყვარხარ — გეტყვი შენ, ჩემო სატრფო,
შვილობას გფიცავ, ჩემო ქვეყანავ.

შენ ერთადერთი მშობელი ხარ თქო —
მთვრალ ენას ესეც გამოეპარა.
დედ-მამა ამას ვერც კი გაიგებს,
და მათაც მივწერ ცივად მადლობას.

მადლობას გიხდით, რომ დამარიგეთ,
სულ მიცხადებდით თქვენ თანადგომას.
და ამის შემდეგ მეგობრის დროა,
ისიც ხომ გვერდში დამიდგა ოდეს.

მასაც არ უნდა, რომ მეგობრობა
მხოლოდ სიტყვებით გამოითქომდეს.
თუმცაღა ისიც მიიღებს ფრაზას —
“შენ გვერდითა ვარ მუდამ, ძმობილო”.

და მე ამზე ფიქრი სულ მკაწრავს,
რატომღაც სულ ვარ უკმაყოფილო.
უკმაყოფილო ვარ, რადგან ალბათ
მჯერა, რომ ვცდები როგორღაც სადმე.

ან კიდევ მჯერა — ერთია სიტყვა,
ხოლო მეორე — სიტყვა და საქმე.
კი! მივაგენი პასუხს ამაზე,
სანამ გონება გამიგიჟდება.

ფასი არ აქვს სიტყვას კაპიკის,
თუ ის საქმითაც არ დამტკიცდება!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი