შინაგანი დაპირისპირება


მე არ მჭირდება თითქოს მართველი,
როცა გონება თვითმართვადია.
ვიცი, არა ვარ ბევრის მნახველი,
მაგრამ აზრების ფრქვევა მწადია.

ჩემი აზრები ხშირად ქრის ღმერთან,
და თვითონ ითვლის დაგროვილ ცოდვებს.
ტვინის ნაოჭნი ყვირიან ერთხმად —
ნუთუ შეგვინდობს და შეგვიცოდებს?

შემდეგ მონოლოგს ერთვება გულიც,
თითებზე ითვლის ჩემს მადლთა ნუსხას.
და იქვე ახლოს ტორტმანობს სული —
უსუსურობის სიცივე სუსხავს.

სინდისი კარებს შემიღებს ჩუმად,
და ჩამჩურჩულებს — შენ ისევ ცდები.
სმენით დაღლილი, მე როცა ვდუმვარ,
ჩემში ყვირიან კვლავ უცხო ხმები:

თითქოს გონება თვითმართვადია,
თუმცა მასზე ხომ მოქმედებს გული.
შენ ისევ ფიქრი ღმერთზე გწადია,
რომ ბატონობდეს ტვინს შენი სული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი