თავისუფლების ძიებაში…
გამიშვით ხელი, შევიდე ზღვაში, თავისუფლებას ვხედავ ცურვაში. მომეცით ნება, მოვკდე მე წყალში, არ გავატარო ცხოვრება დარდში. გამიშვით ხელი, ავიდე მთაში, ვერ დამეწიოს ქვა მე აღმართში. მინდა შევიგძნო ხეობის სული, და არ ვიცხოვრო სულ გულმოკლული. გამიშვით ხელი, გავფრინდე ცაში, არ მომეკეცოს ფრთები დიდ ქარში. მინდა ვიფრინო დილით და ღამე, სანამ ცხოვრების წამებს არ განვლევ. არ მინდა ფრენა, არ მინდა მთაში, კიდევაც აღარ შევცურავ ზღვაში, თუ სადმე ახლოს დამეგულება სიმწრით ნანატრი თავისუფლება. თუ თავისუფალს ვიგრძნო მე საკუთარ თავს, და გამიტაცებს თან აღმაფრენა — აღარვინატრებ ზღვაში შეცურვას, არ ვიოცნებებ ვიცოდე ფრენა. თავისუფლება არის ის რაღაც, რისთვისაც ილტვის ყველა არსება. როცა იპოვი და მას შეიგძნობ, ყველა უღელი გაგიქარწყლდება. სანამ დრო არის და პატარა ვარ, სანამ უღელი დამეუფლება — გამასინჯინეთ, ოდნავ კი მაინც, თავისუფლება! თავისუფლება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი