შრომა და მისი ფასი


რასაც ვშრომობთ, იმას ვიმკით —
ეს ყოფილა თურმე წესი.
აბა, ვარდს ვერ ამოიყვან,
თუ ია გაქვს დანათესი.

მაშ, დაფიქრდი — შენი ყოფნით
ვის აწყინე? ვის რა არგე?
რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას,
თუ ერთი ხეც კი ვერ დარგე?

ეჰ შენ, კაცო, ღმერთს ხომ შენთვის
არაფერი დაუზოგავს —
გაგაჩინა, მოგცა ნიჭი,
მადლობა თქვი, ახლა დრო გაქვს,

რომ იპოვო შენი ხვედრი,
შეეჭიდო მაგ შენ მიზნებს,
და იცოდე, რომ ერთხელაც
კაცი ცელით დაგიმიზნებს.

მაგ წამს ვერვინ გაექცევა,
არ არსებობს აქ გზა ორი,
მაგრამ სანამ ეგ დრო მოვა —
მოსაგები გაქვს დიდგორი.

ომი ქვია ჩვენ ცხოვრებას,
უბრძოლველად ვერ მოიგებ,
და ამბობენ, რომ ბოლო წამს
სიცოცხლის აზრს თან გაიგებ.

კი მიხვდები, რა შეცოდე
ცხოვრებაში, ვის რა არგე…
და შენ მაშინ გაიხარებ,
თუ ერთი ხე მაინც დარგე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი