წერაში გასული წელი
ქარი მოწყვიტავს ხის ყვითელ ფოთოლს, ტალღა აქანებს უმძიმეს ლოდებს. ზამთარი მოვა და ისევ მოთოვს — მე კი ვერ შევწყვეტ გალექსვით ბოდვებს. ია ამოვა გვირილის გვერდით, მზეც კი გამოვა თხოვნით თუ ხვეწნით. თბილი წვიმები ასველებს ქუჩებს, მე კი ჩემს ფიქრებს კვლავ ვუქნევ მუშტებს. ცხელი ნიავი უბერავს სახლებს, ხის ჩრდილში მიძინებია კატას. უწუწავიათ აქ უკვე ბავშვებს — მე გონებაში პეიჟაჟს ვხატავ. უკვე კახეთში დამთავრდა რთველი, და თბილქვეყნებში გაფრინდა ჩიტი. მინდორში დარბის პატარა შველი — მე კი ამ მელანს კვლავ ფუჭად ვღრიდი. ასე ვაცილებ თვეებს და დროებს, გამყავს წუთები ლექსის წერაში. მერე კი მოვთხოვ პასუხებს ბრბოებს, ანუ — ასოებს დედაენაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი