უკანასკნელი გასროლა


ნადირსა ვსდევდი მთელი დღე, შემომეპარა ბინდია,
მონადირე ვარ განთქმული, სახელად მქვია მინდია.

ხევსურელი ვარ ვაჟკაცი, სახელი მე მაქვს განთქმული,
აწმყოსაც არა ვუჩივი, უკეთესი მაქვს წარსული.

ხოდა, ვაგძელებ იმ ამბავს, სიტყვის თავში რომ დავიწყე,
იარაღები შევისხი, კლდის წვეროსაკენ სვლა ვიწყე.

ბევრი ვიარე კდეებზე, მე დასვენება მომინდა,
წყაროს პირას ჩამოვჯექ, რომ დავიღალე დგომითა.

ვფიქრობ, სად გაუჩინარდა ცხოველი ოთხფეხიანი?
ერთიც კი არ დამინახავს — მთები ვიარე კლდიანი.

ასეთი ჯერ არ მომსვლია, კვალს სულ ვაგნებდი ცხოველის,
ქალღმერთი დალი გამიწყრა, ნება არს ან ღვთისმშობელის.

მე მოვიწყინე მეტადა და შევყურებდი მზის ჩასვლას,
უცებ რაღაც ხმა მომესმა — მგონი წააგავს მგლისასა.

რომ გავიხედე მარცხნივა, ვხედავ რომ მორბის ჯიხვია,
უკან მას მგელი მოყვება, ჯერ კბილი ვერა უხლია.

და გადმოვიღე მე თოფი, გავისროლეი ტყვიაი,
ჯიხვსა კი არ ვუმიზნებ — მგელს დავახვედრე წინაი.

მგელი დაგორდა კლდეებზე, ძვლებსა გაუდის ჭრაჭუნი,
თავზე ბანალი გადაძვა კლდის ქვებზე თავის ხახუნით.

ჯიხვი კი ბედნიერია — ჯერა, არ იცის რა ელის,
მეორე ტყვია ჩავტენე და ხმა გავარდა გაელვის.

ჯიხვმა ნაბიჯი გადადგა — უძლური, მაგრამ ხმიანი,
შემდეგ უსულოდ დაეცა — სახე აქვს ღიმილიანი.

მივედი, გავატყავეი და წავათრიე სახლშია,
ღამით ტირილი მომესმა — დიდი გლოვაი მთაშია.

მერე მესიზმრა სიზმრები — დედაი გამომესახა,
ორ დედას შვილი მოუკალ, ასე მშობელმა მაძახა.

საშინელ იყო კოშმარი, ნადირობაც კი მანანა,
რითაც ჯიხვია ვატყვავე — ტირილ დაიწყო დანამა.

თოფმა ჩამკეტი ჩაკეტა, თითქოს მიკრძალავს სროლასა,
თან შორი-შორად იწევა, ერიდვის ახლოს დგომასა.

ჩოხაც კი აღარ მიკარებს — მამისგან დანატოვარი,
მტერმა სიზმრადა მაჯობა — სახლს დამისახლა მსტოვარი.

სიზმრად სიკვდილსა ვნატრობდი — ისევე ჩემი თოფითა,
დილას იგივე ვინატრე, რომ გავიღვიძე შფოთითა.

იმის მერეი არასდროს ტყვიაი არ მისროლია,
მიწად მოქმედი გავხდი და მოვაშენეი ღორია.

მაგრამ სიზმარი მუდამა თავსა მახსენებს გულშია,
და მესიზმრება ის ტყვია, მგელს რომ ვაჭედე შუბლშია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი