მესაიდუმლე მუნჯები
ეჰ, რამდენ ამბავს ინახავს ღამე… ბევრს უყვებოდა გალაქტიონი, გრძნობები ჰქონდა იმდენად მწარე — გადმოდინდება ხატებს მირონი. ბევრი რამ იცის მთაწმინდამ თავად, ხშირად სტუმრობდა ბარათაშვილი, მას ხომ ცხოვრება მიუდგა ავად და არ ჰქონია ფრთები გაშლილი. ეჰ, რამდენ ამბავს ფლობს ეს მყინვარი… ბევრს შესჩიოდა ალბათ ილია, ნეტა შეეძლოს მღერა გიტარით — ვფიქრობ სიჩუმით გადაღლილია. ეჰ, რამდენ ამბავს ინახავს წყარო… ბევრს უყვებოდა ვაჟა-ფშაველა. „შენ რა გესმოდა? — მითხარ“, — თქო ქარო, და სიჩუმეში პასუხად — „ვერა…“ ალბათ ბრძენია თამარის ხატიც, მას ხომ შესტირა ორბელიანმა. ისევ აქ არის უცვლელი სახით და ვერ მოსპო ის წლებმა, ზიანმა. ალბათ ბევრი რამ იცის ამ თერგმაც — აქ უტირია პატარა კახსაც. ზუსტად მის ხევში აუგო გეგმა თავის სამშობლოს და თავის ხალხსაც. ეჰ, ყველა მუნჯმა იცის ბევრი რამ… გენია აზრებს მხოლოდ მათ ანდობს — აბა, სად ნახავ მთელს მსოფლიოში უკეთეს მსმენელს და უფრო სანდოს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
ძალიან მაგარია