გავიჭედე სამყაროს სვლებში


ფოთლებს ფერები შესძინა წვიმამ,
უსახლკარომ გაუძლო ყინვას.
შენ რომ დატოვე კვალები რა ვერ ავწმინდე, ვგმინავ.

ბოროტება კი იქცა სხეულად
გარემოება, რომ დასცინის ფერით.
სამყარო ნელ-ნელა მწიფდება, 
და მე შენ კიდევ რატომ გელი?

უსულოს ხორცს ასხამენ და ასწავლიან იარონ წესით.
შენ კი რატომღა გამწირე, სატრფოვ შენივე ხელით?

ადამიანებს ცვლიან რობოტში,
წიგნებსაც კი ხელით ვინმე აღარ წერს,
ეს გრძნობები შენ რომ დატოვე კვლავაც გონება მაგით რატომ მცემს?

იქნებ სამყარომ შეწყვიტოს სვლები, 
მე კი დავიწყო ცხოვრება ხელად.

ოღონდ გონებამ შეწყვიტოს მეხსიერებასთან წვდომა და
მე სულ ჩავრჩები ამ სამყაროში ვფიცავ.
ვ.მელაძე
LovePainUpset

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

უნიჭიერესი და დიდი პერსპექტივის მქონე უსაყვარლესი გოგო!

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი