იბერიული სურათი
ცხენთა ფლოქვებით, სატევრის წვერით, მე ისტორიას ამგვარად ვწერდი: იბერნი... ცხენთა თქარუნი... ხმალო, გამიძვეღ წინაო... მხარ-მკლავი დამსველებია, ცამ არა, – სისხლმა წვიმაო... თქვენ ნუ იტირებთ, ყვავილნო, – არ მოვკვდი, დამეძინაო... მამცვრიეთ ნამის გუგუმი დილათენების პირსაო, – ხმალი იელვებს, – სანამდე შუქი ამოვა მზისაო... ცხენო, ნუ დამივარდები, ტარო, გამიძელ ხმლისაო... მე ჩემს თავს ასე ვიცავდი, სხვა დამიცავდა ვინაო... კვლავდაკვლავ ცხენთა თქარუნი... ხმალო, გამიძვეღ წინაო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი