იგავი


ერთხელ ბულბული ღამითა გატაცებული მღეროდა
თავი მოსწონდა ამითა სხვა არა გაეგებოდა
გარემოს გრძნობა არჰქონდა თავიც კი დაჰვიწყებოდა
იქვე მის მახლოს მელას კი შიმშილით სული ხდებოდა

უსმენდა მელა ბულბულის თავდავიწყებით მღერასა
ჰფიქრობდა კია თავისთვის ჩემსა ვერ ატკბობს სმენასა
მოდი მოვიგდებ კლანჭებში ტყავს გადავაძრობ ხელადა
ერთ ლუკმად მაინც მეყოფა შიმშილის მოსაკვლელადა

გადახტა ბულბულს დააცხრა თავდავიწყებით მღერალსა
გალობის ნაცვლად გაისმა ბულბულის კვნესა ველადა
ვისაც გალობა ატკბობდა ეხლა უთვლიდა წყევასა
იძახდა დროზე დაჩუმდი თავი აგვტკივდა ყველასა

ასეა ესე სოფელი და ნუ დავიწყებთ კვნესასა
ნურც მივეცემით ნუროდეს თავდავიწყებით მღერასა
თორემ თავდავიწყებასა ვინც მიეცემა ყველასა
ბულბულის მსგავსად მოუვა მერე სხვას შესთხოვს შველასა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი