ეს რა ჩავიდინეთ?!


ვიბრძოლეთ და მერე ნელა დავიძინეთ...
გეკითხები მე შენ, ეს რა ჩავიდინეთ?!

ქვეყნის მთლიანობა ვეღარ აღვადგინეთ...
მიპასუხე შენ მე, ეს რა ჩავიდინეთ?!

ერთმანეთთან მტრობა წესად დავიდგინეთ...
გეკითხები მე შენ, ეს რა ჩავიდინეთ?!

სატირალაზე ჯიბრზე ძალით გავიცინეთ...
მიპასუხე შენ მე, ეს რა ჩავიდინეთ?!

შვილთა მომავალი ვერ გადავარჩინეთ...
გეკითხები მე შენ, ეს რა ჩავიდინეთ?!

თავზე არაკაცნი მტერს დავასმევინეთ...
მიპასუხე შენ მე, ეს რა ჩავიდინეთ?!

ვერც (რ)ევოლუცია ვეღარ მოვახდინეთ...
გეკითხები მე შენ, ეს რა ჩავიდინეთ?!

რუსს ჩვენი ქვეყნიდან ვერ გავა**ევინეთ...
მიპასუხე შენ მე, ეს რა ჩავიდინეთ?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი