სრულად "სტუმარ-მასპინძელი"
ვაჟას სიტყვებს ეფარები, კარს აღებ და რუსებს ელი. წაკითხული არ გექნება სრულად "სტუმარ-მასპინძელი". გინდა, რომ ხელი მოითბო, გინდა, იყო შავი ხვრელი. მზად ხარ მტერს მოემსახურო, პროფესია გაქვს შენ ძველი. უკრაინელს გირჩევნია ჩრდილო დათვი, მისი ბელი. გიხარია, რომ გამზირი გახდა მართლაც რუსთა ველი. ღორი როცა დამარცხდება, გელოდება ბედი ძნელი. შენ სამშობლოს გაყიდვისთვის არ აგცდება ცეცხლი მწველი. ვაჟას სიტყვებს ეფარები, კარს აღებ და რუსებს ელი. იქნებ მაინც წაგეკითხა სრულად "სტუმარ-მასპინძელი". #დაადუმერუსეთუმე #დერუსიფიკაცია #არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი