პოლიტპატიმარი


ზოგის მამა, ზოგის ბიძა, 
ზოგის მოალერსე ქმარი.
ლამის ყველა ოჯახს უზის
ერთი #პოლიტპატიმარი

ვინც სვამს, იმას არა უჭირს,
ჩაცმულია და მაძღარი.
ალბათ მიზნად გაუხდიათ
ბევრი #პოლიტპატიმარი

ამათ უნდათ დაგვაქციონ, 
ჩაგვირაზონ ყველა კარი.
მაგრამ მალე მზეს იხილავს
ყველა #პოლიტპატიმარი

უკვე დროა, გაიღვიძო
ააჟღერო ყველა ზარი.
თორემ მალე აღმოაჩენ
რომ ხარ #პოლიტპატიმარი

#შენიქნებიშემდეგი 
#პოლიტპატიმარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი