ეს არ არის აჯანყება


თუ არ მოგწონს შენ მმართველი,
მოუწოდე, გადადგება.
ეს ხომ მხოლოდ ამბოხია, 
ეს არ არის აჯანყება :D

არ გამოვა შენს გადამგდებს
მიუტევო გადაგდება.
ეს ხომ მხოლოდ ამბოხია,
ეს არ არის აჯანყება :D

მთავარია არ გაბედო
კოქტეილის აფეთქება.
ეს ხომ მხოლოდ ამბოხია,
ეს არ არის აჯანყება :D

დაამხობ და მიჰყვებიან
მანქურთები წყება-წყება.
ეს ხომ მხოლოდ ამბოხია,
ეს არ არის აჯანყება :D
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი