პროლეტარია


ის მშვიდი არის და ის წყნარია,
ის მშრომელია, პროლეტარია.
მდუმარე სული ხომ ნეტარია,
ის მშრომელია, პროლეტარია.
მისი ტვინი ხომ მარქსმა არია,
ის მშრომელია, პროლეტარია,
მცირედიც დიდად რომ უხარია,
ის მშრომელია, პროლეტარია.
მმართველ ელიტას ის უხმარია,
ის მშრომელია, პროლეტარია.
რა თემებია, რა ბაზარია?!
ის მშრომელია, პროლეტარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი