ცა რომ ცასავით


მზე გამოვიდა, გაირუჯება,
ვინც კი ამქვეყნად გასარუჯია.
მე კი შევხედავ, იმით დავტკბები,
ცა რომ ცასავით ისევ ლურჯია.

ბედნიერება წამის საქმეა
და ის არავის ჩაუბღუჯია.
ბედნიერება არის ხანდახან
ცა რომ ცასავით ისევ ლურჯია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი