რუსოფობია


როცა რუსეთს ვერ იტან
და ფიქრობ, ჭაობია,
შეგიძლია იცოდე,
რომ გაქვს რუსოფობია.

თუ რუსეთის გინება
შენი ხშირი ჰობია,
შეგიძლია იცოდე,
რომ გაქვს რუსოფობია.

რასაც რუსი გთავაზობს,
უკან სვლა და ობია.
თუ რუსეთი არ მოგწონს,
შენ გაქვს რუსოფობია.

ვინც რუსულად მეტყველებს,
რუსეთუმე "სნობია".
თუ რუსეთი არ მოგწონს,
შენ გაქვს რუსოფობია.

თუ ფიქრობ, რომ რუსისტანს
ამერიკა ჯობია,
დამიჯერე, კარგია,
რომ გაქვს რუსოფობია.

#რუსეთიმტერია #რუსეთიკლავს
#არარუსეთს #არარუსს #არარუსულს
#დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი