გმირებს დიდება!


ყველამ იცოდეს, 
რომ ეს სამშობლო 
რუსულ ნავთობზე 
არ იყიდება.
"მშვიდობის ქალაქს" 
აცვია შავი,
მტრებს სიკვდილი და გმირებს დიდება!

როდესაც მტერი 
მთავრობად გვიზის,
ჩვენს ცივ მიწაში 
კუბო იდება.
მორიგ პრეზიდენტს 
გვიკლავენ თვალწინ...
მტრებს სიკვდილი და გმირებს დიდება!

ჩვენ ამ ამბებში 
ვისწავლეთ მხოლოდ
იგნორირება
და დაკიდება.
მოყვასის ჭამა 
ისეც ვიცოდით...
მტრებს სიკვდილი და გმირებს დიდება!

თბილ საწოლებში 
ვიძინებთ ტკბილად
როდესაც გმირი 
მტერს ეჭიდება.
"მშვიდობის ქალაქს" 
ჰკიდია მაგრად...
სიკვდილი ღორებს, გმირებს დიდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი