თოვლი თანაბრად დებს
თოვლი თანაბრად დებს და ფარავს ნაფეხურს. ალბათ დატოვებ კვალს, თუ შენი გული ხურს. დაიცავ სამშობლოს, თავისუფლება გსურს. თავს არ დაუხრი ცუდ ჟანდარმს და მანდატურს. დაძაბავ გონებას და გულს დაუგდებ ყურს. გვერდით გადადებ შუღლს და დაივიწყებ შურს. სიმებს გაუბამ შენ ჩონგურსაც და ფანდურს. სამშობლოს ჩამოწმენდ, ნაცარს, ფერფლსა და მურს. დაესესხები რძეს, ბალახით ნაკვებ ფურს. ქართული ხორბლისას შენით დააცხობ პურს. დაეწაფები კვლავ ალმა მატერის ცურს. გამოიყენებ შანსს, გაწურავ გასაწურს. თოვლი თანაბრად დებს და ფარავს ნაფეხურს. ალბათ დატოვებ კვალს, თუ შენი გული ხურს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი