თებერვალია


თებერვალია, 
მალე დათბება, ხეში წყალია.
თებერვალია, 
რომ იმოქმედო შენი ვალია!
თებერვალია, 
თავზე გასხედან, შენი ბრალია.
თებერვალია, 
ავადმყოფს ვინც კლავს, კანიბალია.
თებერვალია,
არას გარგია კლდენი სალია.
თებერვალია,
შენი სახლია დიდი გალია.
თებერვალია, 
კარგს ვერას იზამს ის, ვინც მთვრალია.
თებერვალია,
რუსმა წურბელამ სისხლი დალია.
თებერვალია,
შემოგვესია რუსი კალია.
თებერვალია,
შენ სამშობლოსთვის რად არ გცალია?!
თებერვალია,
ის, ვინც გვიშველის კვლავ უფალია.
თებერვალია,
ყოვლისმხედველი დიდი თვალია.
თებერვალია,
მალე დათბება, ხეში წყალია.
თებერვალია,
რომ იმოქმედო შენი ვალია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი