მედროვე გოჭი
სოლიდარობა შირმა არ არის და მეგობრობა არ არის ლოტო. მერე არავის ემახსოვრება, როგორ შეცვალე პროფილის ფოტო. შენ თუ მეგობარს დააღალატე, შენი დუმილით ჭამე შეიმი. მერე არავის ემახსოვრება, როგორ შეცვალე ფოტოს ფრეიმი. უკრაინელს თუ ზურგი აქციე ომში იყავი რუსის ლავერი. მერე არავის ემახსოვრება როგორ შეცვალე ფოტო ქავერი. მალე მოვა დრო, აჭიკჭიკდები, შენ იტყვი, საქართველოა სოჭი. მაგრამ ვერავის გამოაპარებ, რომ ხარ ბინძური მედროვე გოჭი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი