შიში


ხიდი ჩასატეხი,
შუქი გასათიში...
აგენტის სახელით 
მოდის შენთან შიში.

იარლიყის არტყმა,
შამათამდე ქიში...
აგენტის სახელით
მოდის შენთან შიში.

რუსის მონა ცდილობს
რომ მოგიხნას ჯიში...
აგენტის სახელით 
მოდის შენთან შიში.

მერე არ გიშველის,
ცრემლი, ვაი-ვიში...
აგენტის სახელით 
მოდის შენთან შიში.

#არარუსულკანონს
#შეიცვალოსრუსულიხელისუფლება
#დაისაჯონრუსები
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი