მე ვერ წაგიყვან
მე ვერ წაგიყვან შენ ეგვიპტეში, რადგან ვარსებობ მე სხვა სიბრტყეში. მე ვერ წაგიყვან შენ დუბაიში, ფული მექნება რადგან მაისში. მე ვერ წაგიყვან შენ ვერც ზაგრებში, აღარ ვწერივარ რადგან მაგრებში. მე ვერ წაგიყვან შენ ვერც ნიცაში, რადგან ჩემს დარდებს ვახრჩობ პიცაში. მე ვერ წაგიყვან დისნეილენდში, ვერ დავუკარი ვერასდროს ბენდში. მე ვერ წაგიყვან ამერიკაში, თუმც ძლიერი ვარ რიტორიკაში. მე ვერ წაგიყვან ანტალიაში, სხვაგან კეთდება ის გულიაში. მე ვერ წაგიყვან შენ ვერც ბელფასტში, რადგან არა მაქვს ისევ ხელფასი. #მევერწაგიყვან #ამისდედაც
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი