ანტი, დეპრეს, ანტი!
მტერი არის მტერი, როგორც ამბობს კანტი. გააძევო უნდა ორკი ოკუპანტი. არ დაისვა თავზე ღორის ადიუტანტი, არც პრეფექტი გინდა და არც კომენდანტი. გაქვს წითელი ხაზი, ან წითელი კანტი, არ დაუთმო რუსებს, ხუილოზეც ბანტი. იმოქმედე სწრაფად, ნუ იქნები ზანტი. ბრძოლა არის კარგი ანტიდეპრესანტი. #არარუსეთს #არარუსს #არარუსულს #დაადუმერუსეთუმე #გააგდეღორკი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
#გამოდი გარეთ!
ვდგავართ ერთად და
შენ დაგიბარეთ.
გამოდი!.. გამოდი!..
#გამოდიგარეთ
მოხვალ ჩვენთან და
კვლავ გავიხარებთ.
#მოდიაქ #მოდიაქ
#გამოდიგარეთ
გელოდით აქ და
არ გავიპარეთ.
გამოდი!.. გამოდი!..
#გამოდიგარეთ
თავისუფლებას
ჩვენ გაზიარებთ.
#მოდიაქ #მოდიაქ
#გამოდიგარეთ
თუ გვესვრის თვალში,
ხელს ავიფარებთ.
ნუ ზიხარ სახლში!
#გამოდიგარეთ
შევალთ დილეგში
და დავიბარებთ:
გამოდი!.. გამოდი!..
#გამოდიგარეთ