ლოგიკური დასასრული ☠


ამ სოფელში ყველა თამაშს
აქვს რესურსი განსაზღვრული.
ზუსტად ვიცი, ახლოვდება 
ლოგიკური დასასრული ☠

გაიღიმე, გაიხარე,
ნუ გაქვს სახე დაზაფრული,
შენც ხომ იცი, არ ამცდება
ლოგიკური დასასრული ☠

მითანაგრძნე, მაგრძნობინე,
წამიერი სიხარული,
გზაში არის და დადგება
ლოგიკური დასასრული ☠

მითხარი, რომ ორს გვეყოფა
მხოლოდ შენი სიყვარული,
თორემ მალე დამასრულებს
ლოგიკური დასასრული ☠
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი