დაგლიჯე ხუნდები!
თუ მთელ დღეს სხვებისთვის ფულის ჭრას უნდები. იცოდე, არ გიღირს, დაგლიჯე ხუნდები! თუ სახლში ყოველდღე ნაღამევს ბრუნდები. იცოდე, მონა ხარ, დაგლიჯე ხუნდები! თუ კორონარებში ჩაგიდგეს შუნტები. იმათი ბრალია, დაგლიჯე ხუნდები! ასე თუ გაგრძელდა, ვერ შენარჩუნდები... თავისუფლებისთვის დაგლიჯე ხუნდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი