რატომ გვმართავს ბნელეთი
ევროპის ხსენებაზე მოსდით ელეთ-მელეთი. ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ გვმართავს ბნელეთი. სოფელიც და ქალაქიც, ზღვაც უნდათ და ხმელეთიც, იქნებ ვინმემ ამიხსნათ, რატომ გვმართავს ბნელეთი. სიძულვილით კვებავენ და რუსული ღელეთი. რა მოხდება, მითხარით, რატომ გვმართავს ბნელეთი. მრევლის ტვინებს რეცხავენ, ბაზრებით ზერელეთი. იქნებ ვინმემ იცოდეს, რატომ გვმართავს ბნელეთი. ფონს იოლად გადიან ავტოგოლა პელეთი. რა გაუგებარია, რატომ გვართავს ბნელეთი. მილანებში ილხენენ ღორის თვალის ჟელეთი. ნეტავ ვინმემ იცოდეს, რატომ გვმართავს ბნელეთი. #დაადუმერუსეთუმე #დაადბელებნელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი