ადექი ადრე!


დილით ადგომა
თავს შენსას ჰკადრე,
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

თან გაბრაზდი და
თან გაიბადრე.
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

მონას შენ თავი
არ გაუყადრე.
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

ხვეწნით ყელი ნუ
გამოიღადრე.
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

საჭირო არის
ფრიად მეტადრე.
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

აღარ გაგკიცხავს
ხვალ შენი პადრე.
მიტინგზე წამო,
ადექი ადრე!

#ადექიადრე
#არარუსულკანონს
#დაადუმერუსეთუმე
#შეიცვალოსრუსებისხელისუფლება
#დაისაჯონრუსები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი