რუსის აგენტი გაშიფრულია
გამყიდველთაგან ნაჭამ-ნაძიძგნი ჩემი სამშობლო რა ბედკრულია. თუ ვინმეს ჰქონდა კიდევ ეჭვები, რუსის აგენტი გაშიფრულია. რევოლუცია ანალოგური, ელექტრონული და ციფრულია. რუსთა მონა და მისი მონები... აგენტთა სია არასრულია. მავანს ჰგონია, რომ წინ გზა არის, რაც ბოლოს გველის ის უფსკრულია. სინამდვილეში უკვე იქა ვართ, ეს უფსკრულია, დასასრულია. ევროპელები რჩევებს გვაძლევენ, მათი რჩევები მეგობრულია. უცოდინრობა ფანატიკოსთა თვალზე ლიბრივით გადაკრულია. დააოსეს და დააბეჩავეს, მთელი ქვეყანა გამოხრულია. უკანონოა ხელისუფლება, სულისკვეთება მისი მტრულია. გამყიდველთაგან ნაჭამ-ნაძიძგნი ჩემი სამშობლო რა ბედკრულია. თუ ვინმეს ჰქონდა კიდევ ეჭვები, რუსის აგენტი გაშიფრულია. #არარუსულკანონს #შეიცვალოსაგენტებისხელისუფლება #დაისაჯონაგენტები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი