სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება
მოღალატეა და ღალატს უმატებს. ვირზე ვირია და უფრო ვირდება. უწიგნურია, ქვეყანას ყიდის და სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. არც წერა იცის მან და კითხვაც უჭირს. გამწარდება და უფრო ყვირდება. კანონის წერას მწერლობა რად უნდა. კანონი ხომ თავისით რედაქტირდება. მისი საქმე ხომ შარის მოდებაა. ადგება და ვინმეს აუხირდება. პირდაპირ რუსის ინტერესს იცავს და ცხადია რუსეთთან აფილირდება. მაგრამ დრო მოვა და ისიც გაქრება, ცუდად, თავადაც გამოსირდება. უწიგნურია, ქვეყანას ყიდის და სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. #არარუსულკანონს #დაადუმერუსეთუმე #დაადუღეორკი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი