აგენტის ჰაიკუ


ვისაც აგენტის 
დარქმევას უპირებენ, 
მეხამრიდია.
სამშობლოსათვის 
იღწვის და მისი ღვაწლი 
ფრიად დიდია.
ის, ვინც აგენტის 
დაძახებას უპირებს, 
რუსი ფლიდია.
ის, რაც მას რამეს 
აიძულებს, უხეში 
ძალის რიდია.

ვისაც აგენტის 
დარქმევას უპირებენ 
მას უზიდია.
მოკავშირეა 
დამაკავშირებელი და 
ის ხიდია.
მეოცნებეთა
რეჟიმი არ გვინდობს, 
ორკთა გიდია,
ოკუპანტების 
მარიონეტია და 
ხალხი ჰკიდია.

#არარუსულკანონს
#დაადუმერუსეთუმე
#ჰაიკუ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი