საუკუნეა, რა უკუნია
საუკუნეა, შემოაბიჯა მან ჩვენს ტვინებში. საუკუნეა, გაგვაწითლა და წითლად დაგვტოვა. საუკუნეა, ჩვენზე ბატონობს და ვემონებით. საუკუნეა, რუსის პირისპირ ისევ მარტო ვართ. რა უკუნია, როგორ ჩავბნელდით საუკუნის წინ. რა უკუნია, აღარ გვეღირსა თავისუფლება. რა უკუნია, მონურად ფიქრით ვითხრით სამარეს. რა უკუნია, რუსის გვიზის კვლავ ხელისუფლება. საუკუნეა, რაც სიბნელეში თავებს ვიმყოფებთ. რა უკუნია, ჩვენ ვერ ვიხილეთ გამონათება. საუკუნეა, ერთმანეთისთვის ყვედრებით ვცხოვრობთ. რა უკუნია, კარგი გვგონია დამუნათება. ასი წლის შემდეგ, ისევ იქ ვდგავართ, ისევ ვფორხილობთ. ღარიბნი ვსხედვართ რუსის ჩექმის ქვეშ და რა სუნია. სასირცხვილო ჩვენ არ გვესირცხვება და არც გვრცხვენია. საუკუნეა, უკანალში ვართ, რა უკუნია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი