მანამ, სანამ
*** მანამ, სანამ *** მანამ, სანამ დიაკვანი ჩვენი ბედით ვაჭრობს. მანამ, სანამ ჰომოფობი ხელს აფარებს საჯდომს. მანამ, სანამ "პატრიოტი" მოსკოვისკენ ილტვის. მანამ, სანამ დემონსტრანტი ადგილისთვის იბრძვის. მანამ, სანამ დიქტატორი ჩვენი ლუკმით ტკბება. მანამ, სანამ მოაზროვნე იდეისთვის კვდება. მანამ, სანამ არ მივხვდებით, რომ ეს არის სწორი: არ გვრცხვენოდეს, რომ არ გვიყვარს ბნელი აგრესორი. მანამ, სანამ სპეცრაზმელი თავის მოძმეს ებრძვის. მანამ, სანამ კრიმინალი შიგ თვალებში გვესვრის. მანამ, სანამ პროკურორი საქმეს ჭრის და კერავს. მანამ, სანამ მოსამართლე მხოლოდ ლოყებს ბერავს. მანამ, სანამ მანდატური გვიკარნახებს წესებს. მანამ, სანამ ოფიცერი დაგვიბორკავს ფეხებს. მანამ, სანამ რეპრესია დეპრესიას იწვევს. მანამ, სანამ ციხის შიშით გაჩუმება გვიწევს. მანამ, სანამ თავის ტვინი უმოქმედოდ გვიდევს. ასე არის, ასე იყო და იქნება კიდევ. #მანამსანამ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი