წაკითხულის შინაარსი
წყევლაა, თუ კრულვა არის, თვალია, თუ რაღაც თარსი. დაჟინებით არ გამოგვაქვს წაკითხულის შინაარსი. საზეპირო დავიზუთხეთ, ჩვენი ცოდნა არის ფარსი. გვიჭირს, ვერაფრით გავიგეთ წაკითხულის შინაარსი. ასო-ბგერა იმისია, რომ გადმოსცეს აზრი, არსი. სცადე, იქნებ შენ გაიგო წაკითხულის შინაარსი. მიდი, აბა შენ მითხარი ოინია, თუა მარსი. ხომ გითხარი, ვერ გამოგვაქვს წაკითხულის შინაარსი ;) #წაკითხულისშინაარსი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი