სატანისტის ფორმა 😉
ვიცით მხოლოდ ჩვენ და ვიცით მხოლოდ ორმა, რომ მიტინგზე გვეცვა სატანისტის ფორმა. ტყავის შარვალი და ზურგზე პენტაგრამა. მაგრად გვევასება მიტინგების დრამა. ვიცით მხოლოდ ჩვენ და ვიცით მხოლოდ ორმა, გაგვამარჯვებინა ჯვარმა არასწორმა. შენი აურა და გვიცავს ჩემი კარმა, ჩვენც ხომ გადმოგვხედა დარიანმა დარმა. ვიცით მხოლოდ ჩვენ და ვიცით მხოლოდ ორმა, რომ მიტინგზე გვეცვა სატანისტის ფორმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი