რებელი - მაგინებელი
ზოგი არის რებელი, ზოგი მომხმარებელი, ზოგიც სატანისტი და ტაძრის მაგინებელი. ზოგი არის სადისტი, თან მართლმადიდებელი. ზოგიც ამბოხებული და გამკრიტიკებელი. ზოგი მენტალიტეტის შავის მატარებელი. საღად მოაზროვნე მათ არ ჰყავთ დამვასებელი. ნეტავ ეყოლებოდეთ ჭკუის დამრიგებელი, ბნელი ჩრდილოეთისკენ მათ გზის მიმთითებელი. ჩემს სამშობლოს სჭირდება მუხტის მიმწოდებელი. არა დამლაგებელი, განმავითარებელი. ზოგი არის რებელი, ზოგი მომხმარებელი, ზოგიც სატანისტი და ტაძრის მაგინებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი