ჟამიანობის ჟამი


თვითიზოლაცია და
ჭეშმარიტების წამი.
დადგა, მოვიდა ისევ
#ჟამიანობისჟამი

მდუმარე ქალაქს ვუმზერ,
სადაც არ ისმის ჩქამი.
აცარიელებს ქუჩებს
#ჟამიანობისჟამი

დროა ვახსენოთ ისევ
იაფეტი და ქამი.
გაიწელება ალბათ
#ჟამიანობისჟამი

კვლავ დაიცლება სწრაფად
მალე საერთო ჯამი.
დეფიციტსაც ხომ იწვევს
#ჟამიანობისჟამი

მიწისქვეშეთსაც ალბათ
კვლავ გაანათებს ქრთამი.
ჩაგვადენინებს ცოდვას
#ჟამიანობისჟამი

მაგრამ დადგება ისევ
ბედნიერების წამი.
ესეც გაივლის, ვიცი
#ჟამიანობისჟამი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი