სასარგებლო იდიოტი
მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ხან ტროლია, ხანაც ბოტი. ცეცხლზე ნავთის დამსხმელია სასარგებლო იდიოტი. თავს იტყუებს, ხალხს აბოლებს, თან ჰგონია კარგი პონტი. მტერს ბრძოლაში ეხმარება სასარგებლო იდიოტი. მჯიღს იცემს და რიხით ამბობს, რომ ის არის პატრიოტი. უნებური მოღალატე, სასარგებლო იდიოტი. ვითომ განათლებულია, ერუდიტი, პოლიგლოტი. მხოლოდ ზუთხვა ეხერხება, სასარგებლო იდიოტი. კუპიურებს ემონება, უყვარს გრივნა, უნდა ზლოტი. ვერცხლზე კარგად იყიდება სასარგებლო იდიოტი. რომელზეც ზის, ზუსტად იგი შეუძლია მოჭრას ტოტი. გამოთაყვანებულია სასარგებლო იდიოტი. ზომბი აპოკალიფსია, არც ტოროლა და არც ჭოტი. კატასტროფის მომტანია სასარგებლო იდიოტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი