მედდა


პირბადიდან რაც მოგიჩანს 
არის შენი წამწამები,
სადისტურად ნატანჯი და 
უმოწყალოდ ნაწამები.

იცი რა, რომ ვერაგია
ინფექცია გადამდები.
უფრო ადრე იძინებ და
დილით უფრო ადრე დგები.

ელექტრონულად გიწყვია
შენი საქმის მასალები.
ბევრი დღეა აგერ უკვე,
არ გინახავს დაქალები.

პირბადიდან რაც მოგიჩანს 
არის შენი წამწამები,
სადისტურად ნატანჯი და 
უმოწყალოდ ნაწამები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი