ანტისანიტარია


მზე არის, თუ თოვლი,
წვიმაა, თუ ქარია,
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია

სულს რომ დავლევ, ალბათ,
იტყვი "რამ გადარია?!"
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია

ამ ვირუსმა რიგი
კიდევ უფრო არია.
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია

არსად წავალ, მაინც
კიდევ უფრო შარია.
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია

ჩამობნელდა ისევ,
ნეტავ რა მიხარია.
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია 

მზე არის, თუ თოვლი
წვიმაა, თუ ქარია
ჩემს ქალაქში სუფევს
#ანტისანიტარია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი