მოგვიცუცქდებით
რუსეთუმენო, გაიშიფრენით. ლუსტრაციაა, მაგრად შუქდებით. მალე მოვა დრო, პოზებს შეიცვლით, მოიკაკვებით, მოგვიცუცქდებით. რუსეთუმენო, დედა გეტირათ, ცუდი ფერი გაქვთ, უფრო მუქდებით. მალე მოვა დრო, სხვებს ემონებით, მოიცურცლებით, მოგვიცუცქდებით. რუსეთუმენო, იტრაბახენით, ქაქანებთ მეტს და უფრო ბუქდებით. მალე მოვა დრო, ენებს ჩაიგდებთ, იკანკალებთ და მოგვიცუცქდებით. რუსეთუმენო, ივაზელინეთ, რუსულის თქვლეფით უშნოდ სუქდებით. მალე მოვა დრო, თქვენც შეიცვლებით, მორჩილი სახით მოგვიცუცქდებით. რუსეთუმენო, გეყოთ, რაც გვწამლეთ, ნუღარ ფართხალებთ და ნურც წუხდებით. მალე მოვა დრო, თქვენც დაისჯებით, აწიკვინდებით, მოგვიცუცქდებით. რუსეთუმენო, არვის სჭირდებით, ვერც იყიდებით, ვეღარც ჩუქდებით. მალე მოვა დრო, გადაშენდებით და ჩარეცხვამდე მოგვიცუცქდებით. #დაადუმერუსეთუმე #გააგდერუსი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი