არ გამოუვათ რეპრესიები


რჩეულთა დასჯა  მათ განიზრახეს 
და შეადგინეს უკვე სიები.
ამის უფლებას ცალხი არ მისცემთ,
არ გამოუვათ  რეპრესიები.

დროა ისეთი,  კვლავ იქნებიან
მოციქულები და მესიები.
ჯალათ-ყასაბნი ცულებს ლესავენ,
აამოქმედეს ფანტაზიები.

დათარეშობენ, გვარეკეტებენ,
ქვეყანას ხრავენ, როგორ ჭიები.
მართლა ვერაფრით ამოიყორეს
კუჭნი მრავალჯერ განასიები.

სამშობლოს მტრობას ჩვენ გვაბრალებენ.
რუსის მონები და ფინიები.
გადაგვივლიან,  თუ გავუტარებთ,
არ გვაქვს არაფრის გარანტიები.

საშრომად ადგილს ვეღარ ვპოულობთ, 
გადაგვავიწყეს პროფესიები.
სამაგიეროდ ყველგან არიან
მედროვენი და კაცნი ჩიები.

რჩეულთა დასჯა მათ განიზრახეს 
და შეადგინეს უკვე სიები.
ამის უფლებას ხალხი არ მისცემთ,
არ გამოუვათ რეპრესიები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი